1 კვირა
2 კვირა |
14 მარტი .. 21 მარტი .. |
1) შესავალი; 2)* 3)* 4) ატომისა და მოლეკულის არსი; 5) ატომის აღნაგობა. ვალენტობა. |
ქიმიისა და
სამედიცინო ქიმიის საგანი |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამედიცინო ქიმია ქიმია 1) შესავალი ქიმიის საგანი ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიასთან ერთად, მიეკუთვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს - მეცნიერებებს ბუნების შესახებ. მაინც რას სწავლობს ის? ნიადაგზე დაგდებული ციცქნა თესლი რამოდენიმე თვეში უკვე მცენარედ ყალიბდება. მცენარეებში - როგორც ბუნებრივ ფაბრიკებში ნახშირორჟანგისაგან, წყლისა და ნიადაგის მცირე რაოდენობის მინერალების დახმარებით ისინი გარდაიქმნებიან ცილებში, ცხიმებში, სახამებელში, შაქრებში და ვიტამინებში. როგორ ხდება მცენარეების უჯრედებში ეს საოცარი გარდაქმნები, ბოტანიკასა და ბიოლოგიას ამის ახსნა არ შეუძლია. ამ ამოცანას წყვეტს ქიმია. ქიმია იკვლევს ნივთიერებებს და მათ ერთმანეთში გარდაქმნას. ნივთიერებების გარდაქმნის კანონების აღმოჩენა საშუალებას იძლევა ვიწინასწარმეტყველოთ და ავხსნათ ასეთი გარდაქმნები, ვმართოთ ისინი და საჭიროების შემთხვევაში ვისარგებლოთ ჩვენი ზრდადი საჭიროებებისათვის. ნივთიერება
თუ წარმოვიდგენთ ჩვენს
სამყაროს: ჩვენ თვითონ, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, ცოცხალი თუ
არაცოცხალი ბუნება და ასევე ყველაფერი რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი
შედგება ნივთიერებებისაგან. დღეს ცნობილია მილიონობით ნივთიერება. ერთს პოულობენ ბუნებაში, სხვებს კაპრონის და ნეილონის მსგავსად ხელოვნურად ქმნიან. ყოველი ნივთიერება შესწავლილია და მინიჭებული აქვს თავის სახელი. ნივთიერებები შეიძლება რაღაცით მსგავსი იყონ, თუმცა ყოველი მათგანი რაღაცით სხვებისაგან აუცილებლად განსხვავდება. ყოველს გააჩნია თავისი ნიშნები და თავის თვისებები. ქიმიის ერთ-ერთი ამოცანა მდგომარეობს ნივთიერებების აღწერაში. ეს პირველია, რაც თქვენ უნდა შეგეძლოთ. აღწეროთ ნივთიერება - დაახასიათოთ მისი თვისებები, როგორიცაა მაგალითად რომელიმე ჩამოთვლილთაგან: ფერი, აგრეგატული მდგომარეობა, სუნი, სიმტკიცე, სიმკვრივე, ხსნადობა, აალებადობა, მედეგობა, კოროზიულობა, რეაქციის უნარიანობა და სხვა.
ნივთიერებების
თვისებებს ასევე განეკუთვნება მათი ორგანიზმზე მოქმედება.
მათი
უმრავლესობა მომწამვლელია, ზოგის ხელით შეხებაც კი არ შეიძლება.
ნივთიერებების თვისებების ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ მათ სწორად
მოვეპყრათ. მაგალითად, დაუშვებელია კაპრონის, ნეილონის ან სხვა სინთეტიკური
ქსოვილის დაუთავება ნამეტანი ცხელი უთოთი, ვინაიდან ეს ნივთიერებები
ადვილად ლღვებიან და შესაძლოა უთოს ქვეშ
დაზიანდნენ შეუქცევადად.
უნდა აღინიშნოს, რომ რეაქციის შედეგად მიღებული პროდუქტი იძენს საწყისი
ნივთიერებისაგან განსხვავებულ თვისებებს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომი (ძვ. ბერძნ. ἄτομος-დან — განუყოფელი, გაუჭრელი) — მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელსაც ქიმიური ელემენტის თვისებები გააჩნია. მოლეკულა — ატომთა ურთიერთდაკავშირებით მიღებული ნივთიერების უმცირესი ერთეული.
ნივთიერების თვისებას
ძირითადად განაპირობებს
მისი მოლეკულის
ელემენტარული შემადგენლობა და
მოლეკულური სტრუქტურა.
ქვემოთ მოყვანილ ბლოკში რომელშიც მოქცეულია ხოლმე ასათვისებლად სავალდებულო ფაქტები, მოცემულია ატომის აღნაგობასთან დაკავშირებული ინფორმაცია:
სასწავლო მასალის მოთხოვნის შესაბამისად ათვისებისათვის აუცილებლად
გაეცანით ყველა პრეზენტაციებს ანიმირებული ილუსტრაციების რეჟიმში.
|
![]() |
![]() |
პერიოდული
სისტემა download |
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა (მენდელეევის
ტაბულა) ცხრილის სრულ ეკრანზე (full screen) გაშლილად pdf ფაილის გახსნის შემდეგ დააჭირეთ ctrl+L, "სრული ეკრანის" რეჟიმიდან გამოსასვლელად - esc. |